დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს

29 ნოემბერი 2024, 14:05 212 ნახვა

ადვოკატებმა გუშინ აქციის დროს დაკავებულების ნაწილი მოინახულეს. როგორც ისინი აცხადებენ, დაკავებულებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზიანებები აღენიშნებათ.

წინასწარი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირების უმრავლესობას, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ძირითადად ორი მუხლით ედავებიან. ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები.

ადვოკატები დაკავებულთა მონაყოლზე დაყრდნობით, ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს დაკავებამდე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცავები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში