თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში. მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მომავალი და ქართველი ხალხის არჩევანი ევროპულია, რასაც ხელისუფლება ვერ შეცვლის. ევროინტეგრაცია ქვეყნის მთავარი კანონით, კონსტიტუციითაა განსაზღვრული და ამ ჩანაწერს ვერავინ წაშლის - აცხადებენ აქციის მონაწილეები.