მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს - გზების დეპარტამენტი

28 ნოემბერი 2024, 12:19 193 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა - ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრამდე აღწევს.

"აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც- ტექნიკები გზების წმენდის სამუშაოებში ჩართულია.

პირველ რიგში იწმინდება თემებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.

ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში