მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის ეტაპი დღეს სრულდება

28 ნოემბერი 2024, 11:39 86 ნახვა

2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის ეტაპი დღეს სრულდება, ხვალიდან კი აღწერა კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თვითრეგისტრაციის მეთოდით უკვე ისარგებლა 150 ათასზე მეტმა მოქალაქემ, ისინი მათთან მისულ ინტერვიუერს თვითრეგისტრაციის შედეგად მინიჭებულ კოდს წარუდგენენ, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად, ხოლო მოქალაქეები, რომლებსაც თვითრეგისტრაცია არ გაუვლიათ, ვალდებულები არიან უპასუხონ საქსტატის ინტეევიუერის მიერ დასმულ შეკითხვებს და ამ გზით მიიღონ აღწერაში მონაწილეობა.

მოსახლეობის აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ტარდება, რომლის ფარგლებშიც შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობების შესახებ ინფორმაცია გროვდება. აღწერის შედეგად შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის და ფუტკრის ოჯახების რაოდენობის შესახებ მიიღება მონაცემები. მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში