ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ მახარაძე გარდაიცვალა

20 ნოემბერი 2024, 14:57 1436 ნახვა

გარდაიცვალა ქართველი ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ  მახარაძე. იგი თამაშობდა როგორც მცველის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა მშობლიური ქალაქის, ბათუმის „დინამოში". იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.

მალხაზ მახარაძემ კარიერა დაიწყო 1982 წელს, „დინამო თბილისში“. თბილისურ კლუბში გატარებული 4 წლის შემდეგ გადავიდა ლანჩხუთის „გურიაში“. 1988 წელს ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, რომელთან ერთადაც 2 წელი ითამაშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. 1990 წლიდან ბათუმის „დინამო“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა. გუნდთან ერთად მოიგო საქართველოს თასი და საქართველოს სუპერ თასი. კარიერა 1999 წელს, ამავე კლუბში დაასრულა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში