ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე დაიშლებიან

20 ნოემბერი 2024, 10:01 194 ნახვა

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე, ამ ეტაპზე დაიშლებიან. ამ დროისთვის მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

გუშინ კი აქციის მონაწილეებმა თბილისში კიდევ ერთი ღამე გაათენეს.

სამართალდამცველებმა მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლა დილით დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმდებარედ გადაინაცვლეს, პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და მათ ვარაზის ხევსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე გადასვლის საშუალება აღარ მისცა.

მოგვიანებით სამართალდამცველების დიდმა ნაწილმა ტერიტორია დატოვა, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ. აქციაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ბარიკადებით სამართალდარღვევაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი