თვითმფრინავის მგზავრები, რომლებიც თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მგზავრობდნენ არ დაშავებულან. ბორტზე 106 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტი ვნუკოვოს აეროპორტში მოხდა. კომპანია „აირზენას“ ავიალაინერი, დაჯდომისას, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადავიდა. ჩაფრენიდან ერთ საათში ამავე თვითმფრინავს, ვნუკოვოდან მოსკოვი-თბილისის რეისი უნდა შეესრულებინა, რომელიც მომხდარის გამო გადაიდო.