პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

19 ნოემბერი 2024, 11:23 268 ნახვა

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. 

მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში 3 დღეში გახდება ცნობილი. პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სასამართლოს წარმოებაზე უარის თქმის საფუძველი არ აქვს. მისივე განმარტებით,  სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია. საუბარია, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.

პრეზიდენტს სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების იმედი არა აქვს, შესაბამისად არც ზემდგომ ინსტანციისთვის მიმართვას გამორიცხავს.

ეკა ბესელიას განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი შეიკრიბება ეს იქნება არაკონსტიტუციური, ვინაიდან კონსტიტუციით პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი იწვევს, რომელიც აღნიშნული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

სასამართლოს შემჭიდროვებული 30 დღიანი ვადა აქვს განხილვის დასაწყებად.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი