ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება - გაბრიელიუს ლანდსბერგი

18 ნოემბერი 2024, 14:11 108 ნახვა

ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ამიტომ ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ლანდსბერგისის თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.

„იმისთვის, რომ ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი ნაბიჯები, უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. ამიტომ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. საქართველოს მთავრობა თუ უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან, ჩვენთან თანამშრომლობაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სინამდვილეში, მათ არ სურთ საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობა. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მიმაჩნია, რომ ამ კონსენსუსის მიღწევა ძნელი იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში