სტუდენტების პროტესტი გრძელდება

16 ნოემბერი 2024, 19:47 239 ნახვა

იდექი მხნედ- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის პროტესტი  გრძელდება. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ხელახალ არჩევნებს    ითხოვენ, მათ სოლიდარობას უცხადებს თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი. სტუდენტები ღამეს სასწავლებლის ფოიეში ათევენ.
მათ  საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ჰქონდათ პრეტენზიები. სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა.
მერაბ ხალვაშის განცხადებით, ისინი ხელს არ უშლიან სტუდენტებს, რადგან ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროფესორ-მასწავლებლებს. ხალვაში უარყოფს ასევე ინფორმაციას დენისა და გათბობის გათიშვასთან დაკავშირებით და განმარტებებს აკეთებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში