ბათუმის სამხატვრო სკოლაში საშემოდგომო შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 45 მხატვრის ნამუშევარი.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს როგორც პროფესიონალ, ასევე თვითნასწავლ მხატვრების სხვადასხვა ჟანრში შექმნილ ნახატებს. გამოფენა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.