შეუძლებელია ამ არჩევნების სამართლიანად მოხსენიება, გვჭირდება დარღვევების გამოძიება და მიზნობრივი სანქციების დაწესება პასუხისმგებელ პირებზე - მარკეტა გრეგოროვა

14 ნოემბერი 2024, 10:26 135 ნახვა

შეუძლებელია ამ არჩევნების სამართლიანად მოხსენიება, გვჭირდება დარღვევების გამოძიება და მიზნობრივი სანქციების დაწესება პასუხისმგებელ პირებზე, -  განაცხადა ეევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ვროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

„ვაკვირდებოდი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს და მაშინ პირდაპირი მანიპულაცია არ შემინიშნავს. თუმცა უკვე მაშინ სიფრთხილე გამოვიჩინეთ და არ გვიწოდებია ისინი სამართლიანად ამომრჩეველთა მოსყიდვის ეჭვების და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში არსებული დისბალანსის გამო.

დაახლოებით სამი კვირის წინ პირადად შევესწარი პირდაპირ მანიპულაციებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. შემაშფოთებელი იყო საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები, აშკარა თაღლითური ქმედებები, ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა და დაშინება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან დემოკრატიული უკუსვლის უფრო ფართო სურათის ნაწილი.

თუ 2021 წელს სიფრთხილეს ვიჩენდით, ახლა აბსოლუტურად შეუძლებელია ამ არჩევნების სამართლიანად მოხსენიება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება და მიზნობრივი სანქციების დაწესება პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ მტკიცედ უნდა დავუდგეთ გვერდით ქართველ ხალხს მათ სამართლიან ბრძოლაში დემოკრატიისთვის“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში