2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა 

15 ნოემბერი 2024, 15:01 349 ნახვა

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი ნახევარმილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოში დღეს გაიმართა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტი 492 მილიონ  ლარს შეადგენს.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა,  ეკონომიკური და ურბანული განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.

ბათუმის საკრებულოში ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი 13 ნოემბერს შევიდა.

რეგლამენტის შესაბამისად, მომდევნო კვირაში მას საკრებულოს კომისიებში განიხილავენ,  25 ნოემბრამდე კი შენიშვნებითა და წინადადებებით მერიას დაუბრუნდება. 

ბიუჯეტი საკრებულომ 10 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში