ბათუმი საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს

13 ნოემბერი 2024, 17:00 250 ნახვა

16-17-18 ნოემბერს, ბათუმი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ესტუმრებიან.

ფორუმის პირველ დღეს, ისინი ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ, მეორე-მესამე დღეს კი ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები ადგილობრივი მზარეულებისთვის.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში