დონალდ ტრამპმა ილონ მასკი და ყოფილი რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი ახლად შექმნილ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა.
ტრამპმა მისი ახლო მოკავშირე ჯონ რეტკლიფი, რომელიც ეროვნული დაზვერვის სამმართველოს დირექტორი იყო, მისი პირველი ვადის ამოწურვისას, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დაასახელა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრად ტელეარხ ფოქს-ნიუსის წამყვანი პიტ ჰეგსეტი შეარჩია. ჰეგსეტი ეროვნული გვარდიის ვეტერანია. იგი მსახურობდა ავღანეთში, ერაყსა და კუბაში.