საქსტატი მოსახლეობის აღწერას იწყებს

13 ნოემბერი 2024, 11:35 225 ნახვა

საქსტატი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას განაახლებს. მათ შორის, დაზუსტდება მონაცემები მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, 2024 წლის  მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ჩატარდება ორ ეტაპად.

პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაცია წარმოადგენს მონაცემთა შეგროვების მეთოდს, როდესაც რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს. აღნიშნული მეთოდის გამოყენება ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის.

თვითრეგისტრაციის მსურველებისთვის საქსტატშმა შექმნა სპეციალიური ვებ-პლატფორმა, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე   https://census2024.geostat.ge/ka.

ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი