ოპოზიციის წევრების გამოკითხვის პროცესი 

12 ნოემბერი 2024, 13:50 220 ნახვა

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვების პროცესი გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოკითხვაზე  „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე  და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი  ლიდერი  საბა ბუაძე მივიდნენ. ისინი კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.

სასამართლოში შესვლამდე კი განაცხადეს, რომ ისინი დაწყებულ გამოძიებას არ ენდობიან. პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე 30 ოქტომბერს დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში