ხვალ, ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება - "სოკარ ჯორჯია გაზი"

11 ნოემბერი 2024, 12:01 2447 ნახვა

მიმდინარე წლის 12 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან ახალ გაზსადენზე გადაერთებითი სამუშაოების გამო ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება - ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბუნებრივი აირის მიწოდება, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება 13 ნოემბრის დღის 10 საათიდან და სრულად აღდგება 14 ნოემბრის დღის ბოლომდე.

"კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს"- აცხადებენ კომპანიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი