ბათუმელმა ძიუდოისტმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

11 ნოემბერი 2024, 09:45 286 ნახვა

უნგრეთის ქალაქ დიორში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ჭიაბრიშვილი გახდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს იოანე აბალაკმა, ნიკოლოზ გივიშვილმა და ბათუმის სპორტის სასახლის ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეცხრე ადგილი დაიკავა.

საბა ბათუმში ამ დღეებში დაბრუნდება და დეტალურად ევროპის თასის და მისი ასპარეზობის შესახებ მას შემდეგ შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში