წარსულის ნოსტალგია” - ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს ბათუმში გაიმართა. მისი ავტორი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი გურამ ხიმშიაშვილია. ეს 75 წლის საზოგადო მოღვაწის რიგით მეორე წიგნია. იგი შუახევის მუნიციპალიტეტში დაიბადა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო და საჯარო სექტორში. აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი მინიჭებული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. მასზე დაიწერა წიგნი სახელწოდებით “სიკეთით გალამაზებული სიცოცხლე”.