სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა. დასკვნითი ეტაპების ფინალები - პირადი და გუნდური პირველობები ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით გაიმართა. ფესტივალი სამ ეტაპს მოიცავდა და მასში 35 სკოლა მონაწილეობდა. თითოეულ სკოლას მაქსიმუმ 3 მოჭადრაკე წარმოადგენდა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის მიზანი "ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქის" ფორმატში მასობრივი სპორტის განვითარებაა. ასევე ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის ამ სახეობის ცნობადობის ამაღლებაა.