ვითარება ახლო აღმოსავლეთში

10 ნოემბერი 2024, 14:52 219 ნახვა

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მხრიდან დაბომბვის შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა დილის 6:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ერთი ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა.
თვითმხილველების ცნობით, ადგილზე სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და ისრაელის სამიზნე საცხოვრებელი უბანი გახდა. ისრაელის მხარე აღნიშნავს, რომ ჯაბალიაში ჯარები გაგზავნა, რათა ხელი შეეშალა „ჰამასის“ იმ მებრძოლების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც იქიდან თავდასხმას ახორციელებდნენ. 
კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაში  ისრაელის იერიშის შედეგად, ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგული პირების სამძებრო სამუშაოები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში