კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს

10 ნოემბერი 2024, 14:13 267 ნახვა

კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს, ვიდრე ისრაელი და „ჰამასი“ არ აჩვენებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების „გულწრფელ სურვილს“. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„კატარმა კონფლიქტის დაწყებისთანავე თქვა, რომ მათ შუამავლობა შეუძლიათ მხოლოდ, მაშინ, როდესაც ორივე მხარე ავლენს ჭეშმარიტ ინტერესს გამოსავლის პოვნისადმი“, – განუცხადა სააგენტო „როიტერს“ კატარის მაღალჩინოსანმა წყარომ.

მედიის ინფორმაციით, კატარმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ „ჰამასს“, ისრაელსა და აშშ-ს უკვე აცნობა.

კატარი, აშშ-სა და ეგვიპტესთან ერთად აქტიურ შუამავალ როლს ასრულებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ოქტომბრის შუა რიცხვებში წარუმატებლად დასრულდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი