არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამოძიება

10 ნოემბერი 2024, 11:58 261 ნახვა

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა გამოკითხვა. იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს იმყოფებოდა.

მისი თქმით, გამოძიება ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს მოითხოვდა. მოთხოვნის მიუხედავად, კუპრაძის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან დღემდე ვერ მიიღეს ამომრჩეველთა ხელმოწერების, სამაგიდო სიებისა და სხვა ამ ტიპის ინფორმაცია, რაც მათი მტკიცებით გაყალბების სქემას გაშიფრავდა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პროკურატურა არ ინტერესდება მედიით გავრცელებული ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებით. ირაკლი კუპრაძის გამოკითხვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში