ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

09 ნოემბერი 2024, 11:56 207 ნახვა

ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, - ამის შესახებ, ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის ერთი და აშშ-ის ორი მოქალაქე.

გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, თავიანთ მოქალაქეს დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.

“დღეს გაჟღერებული ბრალდებები ააშკარავებენ ირანის მიმდინარე თავხედურ მცდელობებს სამიზნეში ამოიღონ ამერიკელი მოქალაქეები, მათ შორის, პრეზიდენტად არჩეული, დონალდ ტრამპი, სხვა სამთავრობო ლიდერები და დისიდენტები, რომლებიც თეირანის რეჟიმს აკრიტიკებენ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - გამოცხადებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად - შეთქმულებაში იმყოფებოდა კრიმინალებთან და დაქირავებულ მკვლელებთან, რათა სამიზნეში ამოეღო და მოეკლა ამერიკელები ამერიკულ მიწაზე”, - განაცხადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლენდის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გარდა ირანული რეჟიმი აშშ-ში სხვა პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ კი, ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც ირანული რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში