8 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა 

08 ნოემბერი 2024, 14:45 237 ნახვა

2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენებიდან  17  წელი გავიდა. მაშინ  სპეცდანიშნულების რაზმმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, შემდეგ უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ლექციაზე მყოფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ხელკეტებით დაარბია, რა დროსაც რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დილით მოაწყვეს, რითაც   თბილისში დემონსტრაციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა გააპროტესტეს.  როგორც აქციის მონაწილეები  იხსენებენ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან ღამით საგანგებო ვითარება გამოაცხადა. 

აქციის მონაწილეები და თვითმხილველები უკვე 17  წელია იმაზე საუბრობენ, რომ ყველა დაიკითხა, თუმცა გამოძიება დღემდე არ დაწყებულა და არც არავინ დასჯილა.

აქციის მონაწილეები კვლავ  აღნიშნული საქმის გამოძიებას ითხოვენ.   

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში