შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. ახალწვეულები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით, ასევე, ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სურვილის და შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.