ამერიკულმა  აუდიტორულმა კომპანია “Pro V&V” არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა

07 ნოემბერი 2024, 12:32 223 ნახვა

ამერიკულმა  აუდიტორულმა კომპანია “Pro V&V” არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია.

მათივე ცნობით, პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა. მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი არ დაფიქსირებულა ერთ ჯერზე მეტად, ანუ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

"პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა. მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი არ დაფიქსირებულა ერთ ჯერზე მეტად, ანუ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა. IDMS პანელიდან აღებული შემთხვევითი ნიმუში შედარდა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზასთან. ამ მიზნით, IDMS პანელიდან აღებულ იქნა ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი და ის შემოწმდა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში. ყველა ასეთი შემოწმების შედეგად, დადასტურდა ამომრჩევლის მონაცემის შესაბამისობა. მონაცემთა ბაზაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებული ამომრჩევლების საიდენტიფიკაციო ნომრები შეყვანილ იქნა IDMS პანელში. მონაცემთა ბაზაში არსებული ამომრჩევლები IDMS პანელზეც დაფიქსირდა, ხოლო მონაცემთა ბაზაში არარსებული ამომრჩევლები არც IDMS პანელზე დაფიქსირებულა. ამის შემდეგ, შემოწმდა პარტიების ამომრჩეველთა სიები. შემოწმების შედეგად დაფიქსირებული ამომრჩეველთა რაოდენობა დაემთხვა პირველი და მეორე შემოწმების შედეგებს"- ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  საიდენტიფიკაციო ნომრის გრაფა წარმოადგენს მთავარ გასაღებს (იდენტიფიკატორს) ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში. მთავარი იდენტიფიკატორი უნიკალურია და მისი დუბლირება ერთი და იმავე ცხრილში შეუძლებელია.

"ამომრჩეველთა ცხრილების შეფასებისას, Pro V&V-ის დასკვნა არის ის, ცხრილებში საიდენტიფიკაციო ნომრების დუბლირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. გარდა ამისა, ჩატარდა საწყისი კოდების შემოწმებები 2023 წელს და მოცემული შეფასების პირველ ეტაპზე. ამ შემოწმების შედეგად, გამოვლინდა, თუ როგორ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის იდენტიფიცირების ბლოკი (VIU) კონკრეტული ლოკაციებისთვის მონაცემთა შეგროვებას და როგორ იქმნებოდა ამომრჩეველთა სიები - USB მოწყობილობის ჩართვიდან სიის სრულად დაკომპლექტებამდე. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, და სამი შემოწმების შედეგად, საიდენტიფიკაციო ნომრის დუბლირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა მთელ რიგ უბნებზე, ამომრჩევლის იდენტიფიცირების ბლოკში (VIU) ან ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში"- აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის გასამარტივებლად, Pro V&V-მ შეიმუშავა ჩეკლისტი, რომელიც გამოყენებული იქნებოდა არჩევნებზე დაკვირვებისას. Pro V&V-ს აუდიტორთა სამი ჯგუფი, რომელიც ატარებდა დაკვირვებას სხვადასხვა უბნებზე და ამოწმებდა ელექტრონული არჩევნების პროცესს. Pro V&V-ს დაკვირვების ძირითადი არეალი მოიცავდა თბილისს და მის შემოგარენს, ასევე გორსა და თელავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი