გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

07 ნოემბერი 2024, 09:56 291 ნახვა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 12:50 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით – 00:30 საათზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

რეისების დამატება საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩს უკავშირდება, რომელიც 16 ნომებერს ბათუმში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში