მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა

06 ნოემბერი 2024, 15:36 197 ნახვა
 

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს "მუხრანის სავანეში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

დაშავებულები, მიხეილ სარჯველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი.

ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში