წითელ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს.
აღდგომას მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით - "ქრისტე აღსდგა". აღდგომის ღამეს კი იერუსალიმიდან ღვთიურ ცეცხლს ჩამოაბრძანებენ, რომელსაც სამების ტაძრიდან მრევლი და სასულიერო პირები ქვეყნის ყველა რეგიონში წაიღებენ.