საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მოუწოდებს ირანს დაუყოვნებლებს გაათავისუფლოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის შენობასთან თითქმის მთლიანად გაშიშვლდა, შევიწროების წინააღმდეგ მორიგი პროტესტის ნიშნად.
ვიდეოჩანაწერი პირველად გამოაქვეყნა სტუდენტურმა არხმა შემდეგ უფლებადამცველმა ჯგუფებმა.
გათავისუფლებამდე ხელისუფლებამ ის უნდა დაიცვას წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან. მას ასევე უნდა ჰქონდეს ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა აცხადებს ამნისტი ინტერნეიშენალი.
ცემისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული წერს უფლება დამცავი ორგანიზაცია.