ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა

04 ნოემბერი 2024, 14:04 217 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ბერბოკის თქმით,  უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა, რადგან კიევი მესამე ზამთარს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული ავიაციის დარტყმების ფონზე ხვდება.

"ჩვენ ვუპირისპირდებით ამ სისასტიკეს ჩვენი ჰუმანურობითა და მხარდაჭერით, რათა უკრაინელებმა არა მხოლოდ ზამთარს გადაურჩნენ, არამედ მთელი ქვეყანა გადარჩეს. იმიტომ, რომ ისინი ასევე იცავენ ყველა ჩვენგანის თავისუფლებას ევროპაში", - თქვა ბეიერბოკმა უკრაინაში  უკვე მერვე ვიზიტის დროს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ბოლოს მაისში იმყოფებოდა უკრაინაში, კიევში  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის უკრაინელ კოლეგას, ანდრი სიბიჰას შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი