ამერიკის ოკლაჰომას შტატს ერთდროულად რამდენიმე ტორნადომ გადაუარა. სოციალურ ქსელში ქალაქ ნორმანში გადაღებული ვიდეო ვრცელდება. ამ ქალაქს თავს დაატყდა ძლიერი წვიმა და ქარი.
სტიქიამ მიწასთან გაასწორა 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. არიან დაშავებულები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელედება.