სარჩელების განხილვა სასამართლოში

03 ნოემბერი 2024, 20:00 247 ნახვა

რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო სარჩელების განხილვები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასამართლოს ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივი სარჩელი. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად მტკიცებულებების სიმცირე და საპროცედურო ვადების დარღვევა დაასახელა.

არასამთავრობო ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა“, “საქართველოს მომავლის აკადემია“ და “ღია სივრცე აკადემია“ ბათუმის 33 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობას ითხოვდა. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე, რასაც მისი თქმით, მრავალჯერადი ხასიათი ქონდა.

79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული საჩივარი ოლქში ვადების დარღვევით შევიდა, რის გამოც კომისიამ ის არ განიხილა. მათივე თქმით, სავარაუდო დარღვევები პროცედურული ხასიათის იყო და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში