საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია - პრემიერი

03 ნოემბერი 2024, 12:11 237 ნახვა

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ, sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში