სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა

31 ოქტომბერი 2024, 14:42 260 ნახვა

სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ს გაუტოლდა.

სექტემბერში ექსპორტი 17%-ით გაიზარდა და 615.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი