„ხობი 2 ჰესი" გაიხსნა

30 ოქტომბერი 2024, 14:50 293 ნახვა

სამეგრელოში ახალი ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა, რომელიც  მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. ''ხობი 2 ჰესი“ არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.  

პროექტი შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი „ენერგიამ“ განახორციელა.  

პროექტის ინვესტიციების მოცულობა 63 მლნ დოლარია, მშენებლობაზე  300 ადამიანი იყო დასაქმებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში