არჩევნები 2024 - ზუგდიდი

27 ოქტომბერი 2024, 12:51 348 ნახვა

წინასწარი მონაცემებით ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნება ლიდერობს. სახელისუფლებო პატიას მხარი 27 ათას  729 ამომრჩეველმა დაუჭირა. ზუგდიდის 67-ე ოლქში შესულია სულ 21 საჩივარი ძირითადად პროცედურული ხასიათის, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენენ საბოლოო შედეგებზე. დათვლილია  უბნების უმრავლესობა. ზუგდიდის ოლქის თავმდომარის ინფორმაციით, პირველად შედეგებს ასევე დაემატება მე-13-ე და 23-ე უბნებიდან გადასატანი ყუთის შედეგები და შესაძლოა ამ უბნების მონაცემები შეიცვალოს. საპარლამენტო არჩევნებში წელს ზუგდიდში მაღალი აქტივობა იყო. 116 ათას 526 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 55 ათას 98 -მა მოქალაქემ გააკეთა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში