ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა

27 ოქტომბერი 2024, 10:00 698 ნახვა

აბუ დაბიში გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ მაქ ჰოლოვეი დაამარცხა.

ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა.

ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკელი მაქს ჰოლოუეი იყო, რომელიც წარსულში ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს უკვე ფლობდა. მისი ბრძოლების ისტორიაში ჰოლოუეი ნოკაუტით არასდროს დამარცხებულა. ისტორიაში პირველად კი ილიამ ბრძოლა მესამე რაუნდში, სწორედ ჰოლოუეის ნოკაუტში ჩაგდებით მოიგო.

32 წლის ამერიკელ მებრძოლს აქამდე 33 შეხვედრა ჰქონდა გამართული, საიდანაც 26 მოიგო. ილია თოფურიას ანგარიშზე კი 15 ბრძოლა და 15 გამარჯვებაა.

 ქამრის დაცვის შემდეგ ილია თოფურიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ილიას თქმით, ისეთი ლეგენდის დამარცხება, როგორიც მაქს ჰოლოუეია უბრალოდ დაუჯერებელია. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში