ქედის მუნიციპალიტეტში, წინასწარი მონაცემებით, პარტია ქართული ოცნება 65% - ით ლიდერობს

27 ოქტომბერი 2024, 09:38 297 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში, წინასწარი მონაცემებით, პარტია ქართული ოცნება 65% - ით ლიდერობს. ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, მონაცემები მუშავდება და სუბიექტების პროცენტების დათვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქედის მე-80-ე ოლქში ერთი საჩივარი ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით დაიწერა. ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, დაფიქსირდა მცირე დარღვევები რომელიც პროცედურული ხასიათის იყო და ადგილზე აღმოიფხვრა. ქედაში ამომრჩეველთა აქტივობა  75% იყო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში