ზუგდიდში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” შტაბს და შტაბში მყოფ კოალიციის წევრებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ. ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელმა თემურ ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. კოალიციის კიდევ ერთი წევრის, სალომე მელიას თქმით, პირები, რომლებიც მათ შტაბთან მივიდნენ, გაურკვეველ ნივთებს ისროდნენ, სამართალდამცველები კი, ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.