კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა

26 ოქტომბერი 2024, 16:46 223 ნახვა

კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა.  ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით  აჭარის სხვადასხვა უბანზე   ზეწოლა და მუქარა ფიქსირდება,ასევე დაასახელა კონკრეტული უბნები საიდანაც  უკანონოდ გააძევეს დამკვირვებლები,  ხელოვნურად დააზიანეს ბიულეტენები ,ასევე  უბნის შიგნით აწარმოებენ აგიტაციას. კუპრაძის განცხადებით, მუქარასა და ზეწოლებში სამართალდამცველებიც მონაწილეობენ . კოალიციის ლიდერმა მოქალაქეებს  მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მხოლოდ მათი მაღალი ჩართულობა  უზრუნველყოფს ხალხის თავისუფალი ნების აღსრულებას .

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში