ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა - დაშავებულია "ქართული ოცნების" დამკვირვებელი

26 ოქტომბერი 2024, 16:10 288 ნახვა
 
 

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე, კიდევ ერთი, ინციდენტი მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

დაზიანებები აქვს "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამკვირვებელს ზაალ შამუგიას, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ამ უბაბზე, "ქართული ოცნების" და ოპოზოციის დამკვირვებლები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

სალომე მელია, რომელიც აღნიშნულ უბანზე ოპოზიციის მხრიდან დამკვირვებელია, აცხადებდა რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩევლების დაშინებას ახორციელებენ და ცდილობენ ხმები გააყალბონ.

ბრალდებებს უარყოფს გიორგი წულაია და აცხადებს, რომ მელიამ დევნილ მოსახლეობას მიაყენა შეურაცყოფა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში