კოორდინატორებს უფლება აქვთ მაქსიმალურად მოახდინონ ამომრჩევლების მობილიზება, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს - გივი მიქანაძე

26 ოქტომბერი 2024, 15:21 228 ნახვა
 

„ნაცტელევიზიების“ ჟურნალისტები განსაკუთრებით „ტვ პირველი“ უბნებზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მივარდნებითა და ხელის შეშლის ფაქტებით, ისინი ხელს უშლიან თავიანთი საქმიანობით საარჩევნო კომისიის საქმიანობას და აგრეთვე, გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, კერძოდ: ქუთაისში მე-7 უბანზე "ქართული ოცნების“ კოორდინატორებს „ტვ პირველმა“ მინივენში წაართვა სიები, განხორციელდა შესაბამისის შეტყობინება 112-ში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

მიქანაძის განცხადებით, კოორდინატორებს უფლება აქვთ მაქსიმალურად მოახდინონ ამომრჩევლების მობილიზება და ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

„კოორდინატორებს უფლება აქვთ მაქსიმალურად მოახდინონ ამომრჩევლების მობილიზება, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ეს არის კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილება და არავის არ აქვს უფლება, რომ მათ კონკრეტული დოკუმენტაცია სია იქნება ეს თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მობილიზება მოხდეს ამომრჩევლების, რომ ვინმემ წაართვას და ეს წარმოადგენს შესაბამის კანონდარღვევას, რაზეც ჩვენ ყველა შემთხვევაში რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის განცხადებით, კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირკიტაძის მხრიდანაც.

„კანონდარღვევა დაფიქსირდა საარჩევნო პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირკიტაძის მხრიდან, რომელმაც ამომრჩეველს მითითება ხმის მიცემის პროცესში მისცა, მას დამკვირვებელმა შენიშვნა მისცა ამის გამო და უთხრა, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია, თუმცა დამკვირვებლის გაფრთხილებას პოლიტიკოს არ დაემორჩილა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში