ჩემპიონთა ლიგის გადადებული მეოთხედფინალური თამაში დღეს გაიმართა დორტმუნდში, ბორუსიასა და მონაკოს შორის.
თამაშის 17-ე წუთზე მონაკოს ნახევარმცველმა ფაბინიომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ბურთი ბორუსიას კარს ააცილა, მაგრამ 2 წუთის შემდეგ მონაკოს ფორვარდმა მბაპემ გახსნა ანგარიში. 35-ე წუთზე კი დორტმუნდის მცველმა ბენდერმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში და პირველი ტაიმი მონაკოს გამარჯვებით 0-2 დასრულდა.
მეორე ტაიმის 57-ე წუთზე კი დემბელემ შეამცირა სხვაობა. 79-ე წუთზე კი ისევ მბაპემ გამოიჩინა თავი და ანგირიში 1-3 გაზარდა. სულ მალევე კაგავამ გაქვითა ერთი გოლი.
საბოლოო ანგარიში: დორტმუნდის ბორუსია 2-3 მონაკო.
განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს მონაკოში გაიმართება.