მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა

24 ოქტომბერი 2024, 14:11 406 ნახვა

იოსებ იმედაშვილის  6 ნომერში მცხოვრები მაკარაძეების ოჯახი ამავე ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დროებით შეჩერებას ითხოვს. აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების გამო  საცხოვრებელ სახლი, რომელშიც 7 წევრიანი ოჯახი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი ცხოვრობს, დაიბზარა და დეფორმირდა. 

მაკარაძეებს  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ, სადაც წერია, რომ  სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სახლზე ბზარები და დაზიანებები არ შეინიშნებოდა.

მრავალწევრიანი ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს და აცხადებს, რომ  კომპანიამ  ღობე უნებართვოდ მოანგრია, რის გამოც დაზიანდა მათი კარ-მიდამო. იმედაშვილის ქუჩაზე 20 სართულიან კორპუსს  შ.პ.ს  „ბაკური“ აშენებს.

მაკარაძეების პრეტენზიებს კომპანიაში პასუხობენ და განმარტავენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზას უკვე მიმართეს, რათა  დადგინდეს,  სახლის  კედლები  დაბზარვა უკავშირდება თუ არა  სამშენებლო სამუშაოებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი