11-12 მარტის საპროტესტო აქციის დაწყების მიზეზად, რამდენიმე მოქალაქის დაჯარიმება სახელდება. აქციის მონაწილეები ჯარიმების გახშირებას აპროტესტებდნენ. დავინტერესდით, რამდენმა მოქალაქემ გაასაჩივრა სასამართლოში ჯარიმა. აღმოჩნდა, რომ იანვარში, თებერვალსა და მარტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით, 38-მა პირმა მიმართა. აქედან მხოლოდ 4 დაკმაყოფილდა.