მოსალოდნელი უამინდობის გამო ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გადაიდო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, 24-25 ოქტომბრის ნაცვლად ფესტივალი ნოემბერში გაიმართება, ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.