ხულოსა და შუახევში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

23 ოქტომბერი 2024, 10:17 262 ნახვა

ხულოსა და შუახევში აბონენტების ნაწილს ორდღიანი შეფერხების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, ნაწილი კი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც "ენერგო პრო-ჯორჯიაში" აჭარის მაუწყებელს განუცხადეს, მცირე შეფერხებებია მაღალი ზონის სოფლებში, სადაც აღდგენითი სამუშაობი დილიდან განახლდა.

წყლის მაგისტრალური ქსელის დაზიანების გამო ამ დრომდე წყალი არ აქვს დაბის მოსახლეობას, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს სასმელი და ტექნიკური წყალი რეზერვუარებიდან მიეწოდებოდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, პარალელურად გრძელდება შიდა გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში